ზუგდიდელი თამარ ლილუაშვილი აშშ-ში გამართული კონკურსის მონაწილე გახლდათ. ის „World Championships“ საქართველოს დროშით შემოსილი გამოვიდა და ცნობილი სიმღერა This s a man’s world შეასრულა და გამარჯვება მოიპოვა. მას სამი მედალი გადასცეს, ორი ოქროს და ერთიც ვერცხლის.
თამარმა ფინალის ვიდეო თავად გააზიარა სოციალურ ქსელში და მილოცვებსაც იღებს.
გარდა ამ სიმღერისა, მან ქართული კომპოზიციაც შეასრულა.
კონკურსი ლოს ანჯელესში გაიმართა. მასში 65 ქვეყანა მონაწილეობდა. პირველი ადგილის მფლობელისთვის სოლიდური ფულადი ჯილდო იყო განკუთვნილი.