ნინო ქათამაძე შესაძლოა, რუსეთში აღარ შეუშვან

0
896

„რია ნოვისტის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, ალექსეი პუშკოვმა წამოაყენა წინადადება, რუსოფობიური განცხადებების გამო ნინო ქათამაძეს რუსეთში შესვლა აეკრძალოს.

„ჩემი აზრით, ნინო ქათამაძის განცხადებები, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი სძულს, ამასთანავე ჩამოდის აქ კონცერტების გასამართად და ფულის საშოვნელად, არის ამორალური და ცინიკური“, აღნიშნა რუსეთის  ფედერაციის საბჭოს წევრმა.

მისი თქმით, რუსეთმა თავის დროზე შემოიღო შესაბამისი შეზუდვები იმ ადამიანებისთვის, ვინც ანტირუსული განცხადებებით გამოირჩევა, მათ შორის უკრაინის მოქალაქეებიც არიან.

„ეს შეზღუდვა ნინო ქათამაძეზეც უნდა გავრცელდეს“, დასძენს პუშკოვი – „და ასე უნდა მოვექცეთ ყველას, ვინვ რუსოფობიური განცხადებებით გამოვა“.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ნინო ქათამაძემ განაცხადა, რომ აღარასდროს ჩაატარებს კონცერტს რუსეთში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here