ნანუკა ჟორჟოლიანი: „ჩემი ანაზღაურება „რუსთავი 2“-ში 10 000 ლარს არ სცდება…“

0
1732

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს საკუთარი ანაზღაურების შესახებ, რომელიც მისი თქმით, არ სცდება 10 000 ლარს. ნანუკა ასე გამოეხმაურა მისი ანაზღაურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ჩემი ანაზღაურება რ2-ში არ ცდება 10 ათას ლარს:)

გადაცემას დანამატი ეძლევა იმ შემთხვევაში თუ მე, ნანუკას მიმაქვს რეკლამა არხზე. ანუ, იქეთ შემაქვს ფული ტელევიზიაში, მაგ შემთხვევაში გვერიცხება 50% მიტანილი რეკლამიდან და ჩემი 50% იყოფა „ნანუკას შოუს“ თანამშრომლებზე. ეს რ2-ის პრაქტიკაა. სხვა გადაცემებიც თუ მიიტანენ არხზე რეკლამას, მათაც ეძლევათ 50%.

ეს ციფრები, რომლებიც გამოფინეთ, მიუხედავად იმისა, რომ რეალობას არ ასახავს, შთამბეჭდავია და მაგ ციფრს აკლია ჩემი შემოსავალი სოციალური ქსელიდან, ინტეგრირებიდან და ასევე ინდივიდუალური მომსახურეობიდან ❤️

ასეა, როცა სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი გყავს და ინტეგრირებული რეკლამა იმდენი გაქვს, რომ ხანდახან უარსაც ამბობ, შემოსავალიც დიდი გაქვს. თქვენსავით სახელმწიფო სამსახურში არ ვმუშაობ და სხვების ფულს არ ვიპარავ. ვშრომობ 17 წლიდან და ვიღებ შესაბამისს ანაზღაურებასაც“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here