მიხეილ ცაგარელი: „20 ივლისამდე ნუ მომთხოვთ დადებითის თქმას…“

0
866

„20 ივლისამდე დადებითის თქმას ნუ მომთხოვთ. ხომ ხედავთ, რა ხდება თუნდაც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით?“ –  აღნიშნა „იმედის დილაში“ საუბრისას ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა.

მისი თქმით, ამ კვირას კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია – „ახლა გავდივართ დაბნელებების დერეფანს. 2 ივლისს გვქონდა ახალმთვარეობა და მზის დაბნელება,  17 ივლისს გველის მთვარის დაბნელება და სავსემთავრეობა. ეს პერიოდი ყველასგან ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. ეს არის ტყუილების პერიოდი. 20 ივლისის შემდგომ დაიწყება დამშვიდება. 17 ივლისიდან სიტუაცია ნელ-ნელა ჩაცხრება. ვინც დასასჯელია, ის დაისჯება ამ პერიოდში, ზოგიერთი მიიღებს კოსმიურ საჩუქრებს. არ გვეგონოს, რომ ამ პერიოდს მხოლოდ ნეგატივი მოაქვს. კოსმიური გამოცდის პერიოდია“.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here