15 წლის მატილდა გვარლიანი რადიო „ფორტუნას“ ოფიციალურმა საიტმა უკვე გაგაცნოთ. გოგონას ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზღვარგარეთ ამ სფეროში წარმატების მიღწევაა. დიდი ოცნება კი „ვიქტორიას სიქრეტის“ შოუზე გამოსვლა.
მატილდა გასული მოდის კვირეულებზე ქართველი დიზაინერების ერთ-ერთი ფავორიტი იყო და ყველაზე მეტ ჩვენებაზე გამოვიდა.
მატილდას კამერასთან მუშაობის უნარი განსაკუთრებული და ყველასგან განსხვავებულია.
„ფეისბუქ“-გვერდმა „ყველაფერი მოდის შესახებ“ მატილდას პოლაროიდით გადაღებული ახალი ფოტოები გაავრცელა, სადაც მოდელი საცურაო კოსტიუმში პოზირებს, როგორც ეს მიღებულია ამ ტიპის გადაღებებზე.