სოფო ბათილაშვილის პირველმა სოლოკონცერტმა სპორტის სასახლეში, „ბრავო“-სა და „რუსთავი 2“-ის ორგანიზებით წარმატებით ჩაიარა. სოფომ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც ხალხი და მუსიკოსები, მათ შორის თავადაც არის გადაღებული და დაწერა:
„მეკითხებიან თუ რა მოდის შემდეგ.
ზუსტად არ ვიცი,როგორი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სათქმელი…
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „მხოლოდ ქართულის“ პირველი სეზონის გამარჯვებული გავხდი.
ეს კონცერტი თქვენ გეძღვნებათ, უკლებლივ ყველას, ჩემო ადამიანებო.
სადებიუტო ალბომი და ეს კონცერტი ჩემი პასუხისმგებლობა იყო თქვენ წინაშე. სულს და გულს გჩუქნით,
მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი იყო.
ჩაიკეცა თავი პირველი.
დაე, დღეს იყოს ახალი ფურცელი…“