გელა ჩარკვიანი შვილიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს – „იქ დაიბადა, სადაც მე, 64 წლის წინ…“

0
1198

გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელიც შვილიშვილთან, ირაკლისა და ქეთათოს ქალიშვილთან, ნანასთან ერთად აქვს გადაღებული. დღეს, 1-ელ ივლისს ნანას დაბადების დღეა და ბაბუამ მას ასეთი ემოციური პოსტი მიუძღვნა:

„1-ლი ივლისის შუადღე იქნებოდა, როცა ნანამ სამსახურში დამირეკა და მახარა, ირაკლისა და ქეთათოს ნანა ჩარკვიანი შეეძინათო – 3 კგ და 400 გრ. და 49 სმ. დაიბადა იქ, სადაც 64 წლით ადრე დავიბადე მე, ვაკის ყოფილ მეოთხე სამმართველოს საავადმყოფოში. გინეკოლოგი, ვინც ქეთათო ამშობიარა, ლევან ღოღობერიძის ძმა, სოსო იყო. მან ნაცნობობით ირაკლი მშობიარობის პროცესს დაასწრო. ქართული როკის ჩე გევარამ, როგორც მას რადიო დიჯეებმა უწოდეს, ყველაფერი დეტალურად ფირზე აღბეჭდა“.

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here