რას წერს ნიკა გვარამია “The Starters”-ის მიერ ზაზა ფაჩულიას დაცინვასთან დაკავშირებით?!

0
14

რამდენიმე დღის წინ ამერიკული შოუს “The Starters”-ის ჩანაწერი გამოჩნდა ინტერნეტში, რომელშიც გადაცემის წამყვანები ზაზა ფაჩულიას დასცინიან, იმის გამო რომ მას მხარს საქართველოს პირველი პირებიც კი უჭერენ. გარდა ამისა თოქ-შოუში ფაჩულიას მისამართით არაერთი ხუმრობა გაჟღერდა, რასაც ქართველების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა და შოუს ფეისბუქ-გვერდი კომენტარებით “დაბომბეს”.

ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთმა ადამიანმა გამოთქვა პროტესტი. ზაზა ფაჩულიას დაცინვაზე კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიამაც, რომელმაც ფესიბუქზი შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა”

“დიდი ბოდიში, ჩემს საყვარელ ქვეყანასთან და ხალხთან, მაგრამ ფაჩულიას მხარდამჭერი კამპანიის და მასთან ერთად მთელი ერის დაცინვა ზუსტად ისეთივე პროვინციული სნობიზმი და არაკორექტული უზრდელობაა ამერიკული მასკულტურის მხრიდან, როგორიც ჩვენი ბნელკულტურის მიერ კულტივირებული ამერიკაზე ასაკიანი თუთის ხე ეზოში. ზუსტად, ერთი ერთში.

აი ჩემს ჭაღარას კიდე თუ არ ღადაობენ. რომელი წმინდა ძროხა ამერიკული მასკულტურაა. ‪#‎NBAvote‬ Zaza Pachulia” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here