უკვე მესამე სეზონია, „ვეტმანის“ ჩვენება არ გამოუტოვებიათ ქართველ მოდელებს. ამჯერად დემნა გვასალიას ბრენდის ახალი კოლექციის წარდგენაზე გამოვიდნენ თეოშა კუბლაშვილი, ლუკა ბიჭიკაშვილი, ვახო ქამუშაძე, ლიკა რიგვავა, ნინო ელიზბარაშვილი, ვახო კედელაძე.
მათი გამოსვლის ამსახველ ფოტოებს Demna Gvasalia Daily ავრცელებს.
დემნა გვასალია მუდმივად ეპატიჟება ქართველ მოდელებს საკუთარი ბრენდის ჩვენებაზე.