„ვეტმანის“ ჩვენებაზე ოთხი ქართველი მოდელი გამოვა – გაიცანით დემნა გვასალიას რჩეულები

0
1586

საერთაშორისო ბრენდი „ვეტმანი“, რომელიც ძმებმა, დემნა და გურამ გვასალიებმა დააფუძნეს, მსოფლიოში წარმატებულ ბრენდებს შორის ათეულში შედის შემოსავლების თვალსაზრისით. უკვე მეოთხე სეზონია, დემნა გვასალიას ახალი კოლექციების ჩვენებაზე, ქართველი მოდელებიც გამოდიან. მოდელებს გვასალიასთვის თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტო Geomodels არჩევს.

ახლახან სამოდელო სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვეტმანის“ ახალ ჩვენებაზე ქართველი მოდელები ისევ გაემგზავრნენ, მათ შორის სამი, უკვე ძველი სახეა,  ვახო კედელაძე, ვახო ქამუშაძე და თეოშა კუბლაშვილი ადრეც გამოსულან ქართველი ძმების ბრენდის ჩვენებებზე, ხოლო „ჯეომოდელსის“ ახალი სახე ნინი ელიზბარაშვილი, რომლის დებიუტიც 20 ივნისს შედგება პარიზში, მოდის კვირეულის ფარგლებში, პირველად გამოვა პოდიუმზე.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here