მომღერალი ნინი ქარსელაძე აქვეყნებს პოსტს, სადაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზურა ხაჩიძეს ახალ პოსტზე. დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. ამ პოსტზე მას დიდი გეგმები აქვს და საკუთარი გამოცდილების გამოყენებას სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაციისთვის გეგმავს.
ნინი ქარსელაძე წერს:
„ჩემი ბიჭი❤
დარწმუნებული ვარ, შენს საყვარელ მხარეს ისე მოუვლი და გადაჰყვები, როგორც მე 8 წლიდან!!!
წარმატებები.
მიყვარხარ“.