ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი, რომელმაც საზოგადოებას თავი განსაკუთრებით “Harry Potter”-ის სერიებში შესრულებუილი როლებით დაამახსოვრა, 69 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.
“მსახიობი და რეჟისორი ალან რიკმანი 69 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით, ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა.
ალან რიკმანს შესრულებული აქვს 60-ზე მეტი როლი, მათ შორისაა ისეთი ფილმები, როგორებიცაა “Harry Potter”, “Die Hard”, “Robin Hood: Prince of Thieves”, “Love Actually” და სხვ.