„შავი ზღვის ჯაზფესტივალს “ ჯგუფი „Incognito“ დახურავს

0
827

ცნობილი ჯგუფი „ინკოგნიტო“ შავი ზღვის ჯაზფესტივალის ჰედლაინერია. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, როდესაც „ინკოგნიტოს“ წევრის ვიდეო გავრცელდა, სადაც მუსიკოსი ჟან-პოლ ბლუი ქართველ მსმენელს მიმართავს.

„ჩვენ ჩვენმა ძველმა მეგობრებმა დაგვპატიჟეს, ჩვენ ვიცეკვებთ და ვიმღერებთ ერთად“, აღნიშნულია მიმართვაში.

ჯაზფესტივალი  18-20 ივლისს, TBC Status-ისა და Eastern Promotionის ორგანიზებით იმართება. წელს მუსიკალური ღონისძიება მე-13-დ ტარდება.

INCOGNITO – ეისიდ-ჯაზი (ACID-JAZZ)– ბრიტანული ჯგუფის ინკოგნიტოს დებიუტი ჯერ კიდევ 1979 წელს შედგა, რასაც 1981 წელს კოლექტივის სადებიუტო ალბომი Jazz Funk მოჰყვა. მას შემდეგ ბენდის წევრებმა თითქმის 40 წლიანი უწყვეტი კარიერის განმავლობაში დამატებით კიდევ 15-ზე მეტი ალბომი გამოუშვეს. დროთა განმავლობაში ჯგუფის წევრები იცვლებოდნენ, თუმცა უცვლელი რჩებოდა ბენდის ლიდერი – ცნობილი ვოკალისტი, პროდიუსერი და გიტარისტი ჟან პოლ მონიკი, რომლის სასცენო სახელწოდებაა ბლუი.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here