ინო ჩხეიძე საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერიას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და სვამს შეკითხვას, ყველა დიდ დღესასწაულზე ერთი კონცერტი რატომ არ იმართება მოქმედი მომღერლებისთვის, რომლებიც მსმენელს საკუთარ სიახლეებს წარუდგენენ.
გთავაზობთ ნინო ჩხეიძის „ფეისბუქ“-პოსტს:
„საქართველოს მთავრობა | Government of Georgiaთბილისის მერია / Tbilisi City Hall
ყველა სიახლეს მივესალმები, პროგრესს და უკეთესს, ვიდრე გუშინ იყო, მაგრამ ყოველგვარი ქილიკის გარეშე მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება, ყველა მნიშვნელოვან დრესასწაულზე ერთი ისეთი კონცერტიც გაკეთდეს, სადაც ყველა მოქმედი მომღერალი მივიღებთ მონაწილეობას ჩვენი სიახლეებით. თუნდაც იყოს ცენზურა, მაღალხარისხიანი პროდუქტის სტანდარტის დაკმაყოფილებით, რასაც ამა თუ იმ კონცერტის ორგანიზატორები ითხოვენ. არის ვინმე ამ ქვეყანაში, ვისაც აქვს ამ კითხვაზე პასუხი აქვს ? ვის დონეზე და რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა არტისტების ? რა სტანდარტის პროდუქცია აკმაყოფილებს ყველა დონის და იერარქიაში მყოფ ორგანიზატორებს, ვინც ქმნის დღევანდელ ამინდს. ისიც არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ რამე მაკლია, ან კონცერტი ან ხალხის სიყვარული ან სიახლეები ჩემს პროგესიულ განვითარებაში. მაინტერესებს, ვის აქვს კომპეტენტური პასუხი ჩემს კითხვაზე და დღევანდელ რეალობაზე. რატომ გვიწევს ყველა დღესასწაულზე ერთსა და იმავეზე საუბარი…“