რომელი ქართული ჯგუფი დაუკრავს Franz Ferdinand-ის კონცერტამდე “თბილისი ოფენ ეარზე“

0
1376

21 ივნისს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ფესტივალის ჰედლაინერის, Franz Ferdinand-ის დღეს, ჯგუფი Four Dimensional Monster Lobsters დაუკრავს.

Four Dimensional Monster Lobsters თბილისში, 2019 წლის იანვარში შეიქმნა. ჯგუფის წევრები საკუთარ შემოქმედებას ფსიქოდელიური სინთპოპის ჟანრში აერთიანებენ. ამ ეტაპზე პირველ ალბომზე, Secret Missions-ზე მუშაობენ.

Tbilisi Newcomers 2019-ის ფინალურ კონცერტში მონაწილეობა 12-მა ჯგუფმა/მუსიკალურმა პროექტმა მიიღო. წლის ნიუქამერის გარდა, ჟიურიმ გამოავლინა მონაწილეები, რომლებიც ფესტივალის სხვადასხვა სცენაზე დაუკრავენ. აკუსტიკური მუსიკისა და ჯაზის სცენაზე, Singer Stage ფესტივალის მსვლელობისას Forest Rain-ის, Explorers’ Vibe-ისა და თორნიკე გაგოშვილის მოსმენას შეძლებთ. ფესტივალის ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სცენაზე, EYESTAGE კი 2 მუსიკალური პროექტი წარდგება – Enforcement და Beqa.

Tbilisi Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც ახალი ბენდების/მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ისახავს მიზნად. 2019 წელს Newcomers-ში მონაწილეობის სურვილი 80-მდე ბენდმა/პროექტმა გამოთქვა. 21 მათგანს შოუქეისში მონაწილეობის საშუალება მიეცა. Tbilisi Newcomers Tbilisi Open Air-ისა და პლატფორმა „სარდაფის“ ორგანიზებით იმართება. პროექტის პარტნიორები არიან თბილისის მერია, ექსკლუზიური პარტნიორია მუსიკალური მაღაზია AVB.

Tbilisi Open Air  21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here