თამთა გოდუაძის მიმართვა ქართველ მსმენელს: „ვწუხვარ, რომ ხუთმა ადამიანმა ჩემთან საბოდიშო გაგიხადათ…“

0
1058

თამთა გოდუაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ კვიპროსის სახელით გამოდიდა და მე-16 ადგილი დაიკავა ფინალურ ტურში, ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ქართველ მსმენელს მიმართავს და მათ დიდი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ჩემო კარგებო, მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ, რომ არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ ჩემ გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ, რომ ხუთმა, ათმა (თუ რამდენიც იყვნენ) ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან, და ვწუხვარ ყველაზე მეტად იმაზე, რომ მე მომიწევს ამ 5/10 ადამიანის გამო ჩემი ქვეყნის და ერის მართლება ძირითადად ბერძნებთან, კვიპროსელებთან (და არა მხოლოდ).მე ამასაც კარგად მოვახერხებ. თქვენ არ ინერვიულოთ!

გიყვარდეთ ერთმანეთი!“

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ჟიურიმ თამთას გამოსვლაში ექვსი ქულა მიაკუთვნა, ხოლო 12 ჩეხეთს დაუწერსა, რის გამოც კრიტიკა დაიმსახურა.

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here