ლელა წურწუმიას ბოლო სოლოკონცერტიდან, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა, ერთი წელი გავიდა. როგორც მისი მეუღლე და პროდიუსერი, კახა მამულაშვილი წერს, 4 ოქტომბერს ლელა ღონისძიებას სპორტის სასახლეში გეგმავს.
მასშტაბური შოუსთვის მზადება უკვე დაწყებულია. ლელა წურწუმია მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება და სიმღერების ახალ ვერსიებს შესთავაზებს.
როგორც მამულიჩა წერს, მაყურებელს ძალიან მაგარ შოუს ჰპირდებიან.