სოფო ბათილაშვილის სოლოკონცერტი სპორტის სასახლეში 28 ივნისს გაიმართება

0
1224

სოფო ბათილაშვილი 28 ივნისს, 20:00 საათზე, სპორტის სასახლეში სოლოკონცერტს მართავს. ღონისძებას „ბრავო რეკორდსი“ და „რუსთავი 2“ წარმოგიდგენთ. სწორედ „ბრავოში“ იწერება „მხოლოდ ქართულის“ პირველი სეზონის გამარჯვებულის სადებიუტო ალბომი, რომლის პრეზენტაციაც არის დაგეგმილი კონცერტზე.

კონცერტში მონაწილეობენ ზვიად ბოლქვაძე, ბენდი „ნიუტონი“ და სპეციალურად მიწვეული სტუმრები, რომლებიც სოფოსთან ერთად იმღერებენ.

ალბომი კონცერტის შემდეგ იქვე გაიყიდება.

რაც შეეხება ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს, უკვე იყიდება საიტზე biletebi.ge და სპორტის სასახლის სალაროებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here