საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ საერთაშორისო კონკურსზე ოთო ნემსაძე წარდგება. პირველი ნახევაფრინალური ტური დღეს, 14 მაისს შედგება. პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა შეგიძლიათ „პირველი არხის“ ეთერში. ღონისძიება 23:00 საათზე იწყება. საქართველოს წარმომადგენელი, ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად აუდიტორიის წინაშე მე-11 ნომერად წარდგება.
ოთო ნემსაძემ უკვე მოუწოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, უყურონ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც ცხოვრობენ და მითითებულ ნომერზე დაურეკონ მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ ტურში მონაწილე ქვეყნებიდან სულ 10 გადავა.
ოთო ნემსაძე სიმღერას „სულ წინ იარე“ ქართულ ენაზე ასრულებს.