წელს „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე საქართველოს ოთო ნემსაძე წარადგენს, ხოლო კვიპროსის სახელით თამთა გოდუაძე გამოდის. ორივე შემსრულებელი ისრაელში, თელ-ავივში იმყოფება. ინტერვიუს მიცემის დროს თამთა გოდუაძე ოთო ნემსაძეს ესტუმრა და მასთან და „შავნაბადას“ ბიჭებთან ერთად „სულიკო“ შეასრულა. მათ შესრულებას ქართულ სოცქსელში დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ „ევროვიზიის“ კონკურსი 14 მაისს იწყება.