24 აპრილს მოდის ბლოგერი, გიგა უჩუვატოვი 20 წლის გახდა. საუბილეო თარიღთან დაკავშირებით კოლაბორაციული ჩვენება ქართულმა ბრენდებმა, “Loveline” და “Ninimo” გამართეს. გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციაში გამოყენებული ყველა მატერია ხელოვნურია. ამით დიზაინერებმა მეგობრული განწყობა ცხოველების მიმართ გამოხატეს. ასევე, გაიმართა გიგას ბლოგის gigauchuvatov.blogspot.com პრეზენტაცია. ბლოგერმა ქართული მოდის მნიშვნელობაზე და ბლოგის დანიშნულებაზე ისაუბრა. საღამოზე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის, ქართველმა დიზაინერებმა და მოდელებმა. საღამო წაიყვანა ანი გიუნტერმა.