ახლოვდება საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიის“ ჩატარების თარიღი. მაისის შუა რიცხვებში უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი თავს თელ ავივში მოიყრის, სადაც რამდენიმედღიანი კონკურსის გასამართად თითქმის ყველა მზადება დასრულებულია.
საქართველოს სახელით კონკურსზე წარდგება ოთო ნემსაძე, რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“.
ოთო ნემსაძის მხარდასაჭერად ესპანეთში ქართული დიასპორა 14 მაისს შეხვედრის გამართვას გეგმავს, სადაც ქართველ მომღერალს მხარდაჭერას გამოუცხადებს. სწორედ ამ დღეს გამოდის ოთო „ევროვიზიის“ დიდ სცენაზე.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება გაიმართება რეტორანში „ბაბილო“, რომლის მისამართია av.Baleares N10, 28703 San Sebastián de los Reyes.
შეხვედრას ორგანიზებას ესპანეთში საქართველოს საელჩო უწევს.
საღამო 20:00 საათზე დაიწყება.