ცნობილი ქართველი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე მამა გახდა. მას ახლახან ვაჟი შეეძინა. ბიჭუნას ნიკალა დაარქვეს.
ბედნიერმა მამამ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას სპეციალური სტატუსი მიუძღვნა და მასზე მეუღლე, მარი ბიწაძე მონიშნა.
წყვილს შვილის შეძენას ულოცავენ. მათ უკვე უამრავი მილოცვა მიიღეს სოციალური ქსელის საშუალებით.