ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ მუსიკალური ხელმძღვანელი, ცნობილი კომპოზიტორი, დავით მალაზონია გასული წლის ნოემბერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა, რის შედეგადაც მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, რომელსაც ხანგრძლივად მკურნალობდა.
სანამ კომპოზიტორი გამოჯანმრთელდებოდა, მისი ანსამბლის წევრებმა კონცერტებზე უარი თქვეს. ახლა კი დავით მალაზონია ჯგუფსა და სცენას უბრუნდება.
„ირიაოს“ პირველი გამოსვლა „უღრან ტყეში“ ექნება, ეს არის საკონცერტო ლოკაცია, რომელიც წყნეთში მდებარეობს.
ღონისძიება 3 მაისსაა ჩანიშნული.