„ამაღამ მსმენელში შემსვლელი“ პაატა თედიაშვილი მორიგი ჰიტით წარდგა მაყურებლის წინაშე. მან „პროფილისთვის“ კომპოზიცია სახელწოდებით „ათი მცნება“ ჩაწერა, მიხვედრა არ გაგიჭირდებათ, რომ ის რელიგიურ მოტივებზეადა თავზე ეკლიანი გვირგინიც დაიდგა.
კომპოზიციის გამო არა მხოლოდ ის, არამედ გადაცემა „პროფილიც“ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
გთავაზობთ კომენტარებს, რომლებიც გაგულისებულმა მაყურებელმა გადაცემის „ფეისბუქ“-გვერდზე დატოვა.
„მოსახლეობის 85%-ს რომ გული გვერევა ასეთ “მომღერლებზე”, ჩვენს აზრს, რატომ არ ითვალისწინებთ?! ძალიან მალე აღარ გეყოლებათ მაყურებელი და მხოლოდ თქვენი და იმ „ვაი მომღერლების” საახლობლოსთვის იქნება ეს შოუ სანახაობა!“
„ეს ამაზრზენია! მკრეხელობაა და უფლის შეურაცხყოფა, ღმერთი ასე არ დატოვებს, შეუნდოს უზენაესმა, სხვა რა ვთქვა… წრფელი სინანული მიმადლოს მამა ზეციერმა“
„ყველაფერს აქვს საზღვარი! არ შეიძლება, ყველაფერს შეეხო მხოლოდ იმიტომ რომ ასეთი კომენტარებით გახდე ნაცნობი ვიღაცებისთვის!.. პიარს არ ქმნიან სარწმუნოებაზე დაყრდნობით!“
„არადა, როგორ მიყვარდა რ2. მართლაც ჯოჯოხეთიდან ამოსულები ხართ ყველა!!“
„მოითხოვოს და დაიხუროს მაია ასათიანის გადაცემა“
„რაც გინდა, ის გემღერა და როგორც გინდოდა ოღონდ ეს არაა ! ! !“
„ნეტავ, შემეძლოს თქვენი ერთ ღამეში ციმბირში გარეკვა, თქვე გარყვნილებო“
„პაატას სახელით ანტიქრისტე გვყავს, თუ რა ხდება? ვინაა ეს დაქნეული?“
„რუსთავი 2“-ზე გამუდმებით არშემდგარი კლოუნები რატომ გყავთ, უკაცრავად?“
„ეხ, ჩემო „ზემლიაკო“, არ აგცდება სურამის ციხეში ჩაყოლება“