ლაშა ღლონტისა და მურმან ჯინორიას ერთობლივმა საღამომ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, როგორც თავად მომღერალი წერს, სუპერანშლაგით ჩაიარა. 7 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ყველა ბილეთი გაყიდული იყო და დარბაზში ერთი თავისუფალი ადგილიც არ დარჩენილა, მონაწილეები კი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. ღონისძიების სახელოდება გახლდათ „მაინც მოდის აპრილი“.
ლაშა ღლონტმა კონცერტის შემდეგ დაწერა:
„სუპერანშლაგი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში!!! არც ერთი თავისუფალი ადგილი!!! დიდი მადლობა ჩემს ბათუმელ მსმენელს, მუსიკალური ცენტრის სრულ პერსონალს, ბატონებს გია მიქელაძეს, ჯაბა სალუქვაძეს, სტუდია ,,ლალეს” ბავშვებს და ხელმძღვანელობას ლელა მითაიშვილსა და ლევან ცხოიძეს, ასევე ჩემს მენეჯერებს ლიკა ჭელიძესა და ლაშა ბიბიჩაძეს, კომპანია ,,ჯეოივენთ გრუპს” და ბოლოს ჩვენს უმთავრეს პარტნიორსა და გენიალურ შემოქმედს, ბატონ მურმან ჯინორიას!!!! დიდი მადლობა ყველას“.