ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან ბოდიშ მოიხადა იმ ფოტოებისთვის, რომელთა გავრცელებაც მოუწია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მის სადარბაზოში მოხდა, სადაც ირანელმა მეზობლებმაქორწილი აღნიშნეს და ერთ-ერთი რიტუალი აღასრულეს:
„მეგობრებო, ბოდიშს გიხდით ამ ფოტოების გამო ,თუმცა სურათი, რომელიც დამხვდა სადარბაზოს წინ, ენით აუწერელ ველურობას განასახიერებდა. პასუხიც მივიღე: ირანალებს უზეიმიათ ქორწილი და ეს მათი ტრადიციული რიტუალის ნაწილი ყოფილა. ყველაფერში პოზიტივის დანახვის მსურველი წყვილს ვუსურვებ, რა თქმა უნდა, დიდ ბედნიერებას და ვაღიარებ, რომ აუტანელი მონატრების მიუხედავად, დღეს გამიხარდა მაშო-ლაზარეს ზესტაფონური არდადეგები მხოლოდ იმიტომ ,რომ ჩემმა შვილებმა ამ სისასტიკეს არ უყურეს! ძილი ნებისა! პატივივცეთ სხვა ადამიანების ტრადიციებს ისე, რომ თავად არ გადავიქცეთ ცხოველებად!!!!“