ზუკა ხუციშვილი: „მიხარია, რომ მამაჩემი ჩემი არჩევანით ბედნიერი იყო…“

0
2058

ზუკა ხუციშვილსა და მის მეუღლეს, ქეთი მანიჟაშვილს კაფე „ორანჟერეაში“ შევხვდით ინტერვიუსთვის. უშუალო გარემოში წყვილს მათი პირადი ცხოვრების შესახებ დავუსვით კითხვები, თუმცა რასაკვირველია, გვერდს ვერ ავუვლიდით მათ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს, რომელიც ზუკას გვერდით აღარ არის – გიო ხუციშვილს, რომლის მუსიკალურ გზას დღეს მისი ვაჟიც აგრძელებს და კონცერტებს ბენდთან ერთად მართავს. დიდი ხანია, სცენაზე დგას და ეს მისთვის საყვარელი საქმიანობაა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ მისი რეპერტუარის მსმენელისთვის წარდგენა საკუთარ ვალად მიიჩნია…

გაცნობის ამბავი მოგვიყევით…

ზუკა:

ასე გაცნობის ამბავი არ გვქონია, რადგან ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. კლასელები და მეგობრები ვართ. ერთი მომენტი არ ყოფილა, მრავალწლიანი მეგობრობის შემდეგ, როცა ბევრი რამ ერთმანეთს დაემატა, სიყვარულში გადაიზარდა. მერე იყო ხელის თხოვნა და ქორწილი.

ქეთი, ხელის თხოვნის ამბავს ხომ ვერ გაიხსენებდი?

(იღიმის) რა თქმა უნდა. მომატყუა, რომ მივყავდი საღამოსა თუ კონცერტზე, ფუნიკულიორზე. ამ გასეირნება-გასეირნებაში მკითხა, ანძაზე ხომ არ ავიდეთო. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რამე თუ უნდა მომხდარიყო. დავთანხმდი და ავედით ანძაზე.

ზუკა:

სიმაღლის, მართალია, არ მეშინია, მაგრამ ანძა სულ სხვა იყო. უამრავ ადამიანს შევუთანხმდი, დავგეგმე. ავედით და იქ ვთხოვე ხელი. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვნერვიულობდი იმიტომ, რომ ათასი ხელის შემშლელი რამ შეიძლებოდა გამოჩენილიყო. მაგალითად, არ დათანხმებოდა ანძაზე ასვლას, ან რამე შეემჩნია. ათასი კაცი იყო, ჩვენი ახლობელი და ფოიერვერკებიც დაგეგმილი იყო.

ქეთი:

ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ერთად ყოფნა გვინდოდა და ადრე თუ გვიან ეს ამბავი მოხდებოდა, მაგრამ იმ დღეს არ ველოდი…

მშობლებმა მართლა არ იცოდნენ ეს ამბავი?

ზუკა:

არა, ეს საიდუმლო არ ყოფილა, ერთმანეთს ტყესა და მთებში არ ვხვდებოდით (იცინის). ასე არ ვასაჯაროებდით, მაგრამ ბოლო ერთი წელი ოჯახმაც, მეგობრებმაც იცოდნენ, რომ ერთმანეთს ვხვდებოდით.

ქეთი, რითი მოგხიბლა ზუკამ?

ბავშვობიდან ვმეგობრობდით, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა, ერთმანეთს სხვა ურთიერთობებზეც ვუყვებოდით. რომ გავიგე, ზუკა ამერიკაში მიდიოდა, მივხვდი, რომ მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ყოფნა.

ზუკა:

მეც მივხვდი, რომ ქეთის გარეშე გამიჭირდებოდა. სწორედ ამას ვამბობდი, ჩვენი ურთიერთობა წლების განმავლობაში შეიცვალა, დაიხვეწა… კარგად რომ ვიცნობდით და ყველაფერი გვიყვარდა ერთმანეთის, ამიტომ გადაიზარდა სიყვარულში.

ერთმანეთის მინუსები თანაცხოვრებისას არ აღმოაჩინეთ?

ყველა წყვილი კამათობს და აქვთ პატარა პრობლემები. განსხვავებული ადამიანები ერთ ჭერქვეშ რომ ცხოვრობენ, ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ხუთ წუთშიც კი არ აქვს ხოლმე ამას მნიშვნელობა, როცა ბევრ სხვა რამეში უგებ ადამიანს, წვრილმანებს, ჩემი აზრით, ყურადღება არ უნდა მიაქციო.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here