„რაღაც მთავრდება, რაღაც იწყება“ – ბაბის ულამაზესი შესრულება, რომელიც აუცილებლად უნდა მოისმინოთ (ვიდეო)

0
1344

მუსიკოსი თამარ ბაბილუა გუშინ გარდაიცვალა. მიზეზი სიმსივნეა, რომელსაც მომღერალი და პიანისტი სამი წლის განმავლობაში ებრძოდა, სამწუხაროდ, უშედეგოდ.

ბაბის მეორე დღეა, მთელი ქართული მუსიკალური სამყარო ემშვიდობება.

მუსიკოსს ერთი შვილი დარჩა. ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ის აღნიშნავდა, რომ ძალიან უნდოდა სიცოცხლე, რათა შვილისთვის მიეხედა.

„ნიუტონის“ წევრის ერთ-ერთი ბოლო სიმღერა „ევროვიზიის“ შესარჩევი ტურისთვის დაიწერა, რომლის სახელწოდება გახლავთ „მე მჯერა“. მაყურებელს ძალიან მოეწონა თამარ ბაბილუას ეს კომპოზიცია.

დაახლოებით ერთი წლის წინ კი, როცა „ევროვიზიაზე“ მისი მეგობრები მიდიოდნენ, ჯგუფი „ირიაო“. ბაბიმ მათ აქტიური მხარდაჭერა გამოუხატა და დავით მალაზონიას სიმღერის „შენი გულისთვის“ საკუთარი ვერსია შეასრულა.

ეს ვიდეო დღეს განსაკუთრებით აქტუალურია „ფეისბუქზე“ და ჩვენც გთავაზობთ.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here