ინტერნეტში ახალი ვიდეო გამოჩნა, რომლის მთავარი გმირიც კახი კალაძე გახლავთ. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი “გაზპრომთან” მოლაპარაკების შესახებ საუბრობს.
ჟურნალისტის კითხვაზე “ესწრებოდა თუ არა ბერა ივანიშვილი მოლაპარაკებებს” კალაძე პასუხობს – “შეხვედრებზე ვიყავით, მე, ბერა ივანიშვილი, თავისი დრამერები და მარჯვნიდან მერაბ სეფაშვილი იყო და მარცხნიდან ნუცა ბუზალაძე, საინტერესო შეხვედრა გამოვიდა“.
ენერგეტიკის მინისტრის ხუმრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ნუცა ბუზალაძეს განათლების მინისტრის მრჩეველი, ოთო აბესაძე ფეისბუქზე უწერს “სად დადიხარ შენ? მე მომღერალი მგონიხარ”.
[jwplayer mediaid=”10305″]