ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა ახლახან პლასტიკურ ქირურგს მიმართა. სალომემ გადაწყვიტა, დიდი ხნის ოცნება აესრულებინა და ცხვირის ოპერაცია გაეკეთებინა. მან „ინსტაგრამის“ გვერდზე რამდენიმე ვიდეოც კი გააზიარა, სადაც ამ სურვილის შესახებ ისაუბრა.
სალომემ ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც უკვე ჩანს შედეგი. ფოტოს დადებითი კომენტარები აქვს. ტელეწამყვანს უწერენ, რომ გარეგნობაში ეს ცვლილება ძალიან უხდება.