ჯგუფმა „ნონსტოპმა“ ახალი სიმღერა ჩაწერა და ვიდეორგოლიც აგდაიღო. კომპოზიცია „ნონსტოპის“ გიტარისტს ეკუთვნის. სიმღერას ჯგუფის დრამერი სანდრო სახამბერიძე ასრულებს. როგორც შევიტყვეთ, ეს ჯგუფის პროდიუსერის, კახა მამულაშვილის იდეა იყო.
კლიპი ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო. გადაღებები ბათუმში შედგა. ამჟამად ვიდეორგოლი მონტაჟის პროცესში და მაქსიმუმ ორ კვირაში მზად იქნება, რის შემდეგაც მაყურებელს მისი ხილვის შესაძლებლოაბ ექნება.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფი „ნონ სტოპი“ ლელა წურწუმიასა და მაკა ზამბახიძესთან მუშაობს და ათ ხშირად აქვთ ერთობლივი კონცერტები.
ჯერჯერობით უცნობია, რა ერქმევა ახალ სასიყვარულო სიმღერას „ნონსტოპისგან“.