როგორც „პირველი არხის“ ოფიციალური საიტი წერს, „ევროვოზიაზე“ საქართველოს წარმომადგენლის, ოთო ნემსაძის საიმიჯო ფოტოსესია გაიმართა. ფოტოები ეკუთვნის გიორგი ცაავას და ეს ნამუშევრები „ევროვიზიის“ ოფიციალურ ვებგვერდზე და ჟურნალებში გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ ოთო ნემსაძე „ევროვიზია 2019“-ში მონაწილეობისთვის პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ საშუალებით შეირჩა. მან ამ პროექტში გაიმარჯვა და ყველაზე დიდი მუსიკალური კონკურსის საგზურიც მოიპოვა.
ოთო ნემსაძე საქართველოს რომან გიორგაძის სიმღერით წარადგენს, რომლის სახელწოდებაა „სულ წინ იარე“.
ამჟამად მომღერალი თელ ავივში იმყოფება, სადაც საიმიჯო ვიდეორგოლის გადაღება მიმდინარეობს. წლევანდელი ვიდოების მთავარი თემაა ცეკვა.