„ლიდერბეთის“ მიერ ორგანიზებულ მედია ტურნირში “Music Box” პრიზიორი გახდა

0
1772

გაზაფხულს კომპანია „ლიდერბეთი“ განსაკუთრებულად შეხვდა და მედია სივრცის წარმომადგენლებს გუდაურში უმასპინძლა. სამთო სათხილამურო კურორტების განვითარების დეპარტამენტთან ერთად, სწორედ კომპანია „ლიდერბეთმა“ საქართველოში პირველად ჩაატარა მედია ტურნირი სკი კროსში, რომელშიც მონაწილეობა 16 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის, „Music box“-ის ჟურნალისტმა, ნინუცა როსტიაშვილმა, რომელიც გოგონებიდან ერთადერთი პრიზიორი აღმოჩნდა და მესამე ადგილს დასჯერდა.

გამარჯვებული კი „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი, ლაშა ჩაგელიშვილი გახდა, რომელსაც „ლიდერბეთისგან“ 1000 ლარი გადაეცა. მეორე ადგილზე “silk tv”-ის წარმომადგენელი დაჩი დოლიძე გავიდა, რომელსაც „ლიდერბეთმა“ საჩუქრად 500 ლარი გადასცა.

პროექტის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here