რა ხდება ჩემი ცოლის დაქალების გადასაღებ მოედანზე

0
2583

ჩემი ცოლის დაქალები “რუსთავი 2”-ის ტელეეკრანს 8 მარტს დაუბრუნდება. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი და როგორც “შაბათის კურიერიდან” ირკვევა, რიგით მე-15 სეზონში მაყურებელი როგორც ახალს, ასევე ძველ პერსონაჟებსაც იხილავს.

მოვლენათა ეპიცენტრში კი, რა თქმა უნდა, წინა სეზონის მთავარი ინტრიგა იქნება. აპატიებს თუ არა ზაზა ქეთის, ამ ყველაფერს მაყურებელი მე-15 სეზონში გაიგებს.

მსახიობ სალომე შარვაძის თქმით, ზუსტად არ იციან, რა მოხდება, თუმცა მას დიდი სურვილი აქვს, რომ ზაზამ ქეთის აპატიოს და ისევ დალაგდეს მათი ურთიერთობა.მსახიობი მიიჩნევს, რომ რაც ქეთის პერსონაჟს მოუვიდა, ყოველივე ეს სწორედ ზაზას საქციელების წინა პირობაა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ დროის განმავლობაში სერიალის გადაღებები გურიაში, სოფელ ლიხაურში მიმდინარეობდა და როგორც ეკა მჟავანაძე აღნიშნავს, მაყურებელი გაიცნობს გურულ მსახიობებსაც.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ სერიალის რიგით მე-15 სეზონს და ვნახოთ, აპატიებს თუ არა ზაზა ქეთის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here