28 თებერვალს თბილისის ჯაზფესტივალი იწყება – მსმენელს ლეგენდასთან შეხვედრა ელის!..

0
812

28 თებერვალს თბილისის კონსერვატორიაში თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალი გაიხსნება, რომელსაც ტრადიციულად, „ისთერნ ფრომოუშენსი“ „თიბისი ბანკთან“ ერთად წარმოგიდგენთ.

28 თებერვალს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჯაზფესტივალი ახალი პროექტით – Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსნება.  ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურ-კომპოზიციებს შესთავაზებენ.

1-ელ მარტს კი, „ივენთ ჰოლის“ სცენას, ლეგენდარული, 20 გრემის ჯილდოს მფლობელი პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზგიტარისტთან ერთად,  მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი  და ჯონათან ბარბერი არიან.

ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება. უნიკალური პროექტის ფარგლებში, ლეგენდარული პეთ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით – Missouri Skies and More   წარდგება.

თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალის გენერალური სპონსორია „სოკარი“.

ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here