„საქართველოს ვარსკვლავის“ შემდეგ ტურში ოთო ნემსაძე ნიაზ დიასამიძის ცნობილ სიმღერას, „ნამი ველს“ შეასრულებს. ოთომ ეს კომპოზიცია სოციალურ ქსელში გააზიარა და როგორც ჩანს, „ფეისბუქზე“ კომენტარების კვალდაკვალ, ასეთი სტატუსი დაწერა:
„მოკლედ, ჯერ არ მიმღერია და უკვე ეშინიათ.
რამე არ მოგელანდოთ სადმე, ფრთხილად!
შემდეგ ტურში ჩემთვის თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერას შემოგთავაზებთ, კვლავ რთული მისია გვაქვს, გთხოვთ მხარდაჭერას და სიმშვიდეს ნებისმიერ პროვოკაციაზე.
ჯერ სად ხართ ❤️
0️⃣9️⃣0️⃣3️⃣3️⃣0️⃣0️⃣3️⃣0️⃣7️⃣
პ.ს. მუსიკა ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი შეჯიბრი და აქამდე მუსიკით ვიმარჯვებდით, ეხლაც ეგრე იქნება.
ყოველთვის თქვენი ოთარა“