მოდელი და სამოდელო სააგენტოს მფლობელი, ნინო ცქიტიშვილი მართლაც იდეალურ ფორმაშია. ფოტოსესია, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში გეგმავდა, ცნობილმა ფოტოგრაფმა, მარი ნაკანი-მამასახლისმა, ახლახან გადაუღო. ერთ-ერთი ფოტო ნინომ „ინსტაგრამზე“ განათავსა და დაწერა, რომ ჯადოქარ ფოტოგრაფთან იმუშავა.
შეგახსენებთ, რომ ნინო ოთხი შვილის დედაა. მასა და ვატო ნაცვლიშვილს ორი გოგო და ორი ბიჭი ჰყავთ. უფროსი ქალიშვილი ასევე მოდელია, თაკო ნაცვლიშვილი, რომელსაც საზღვარგარეთ წარმატებული კარიერა აქვს და არაერთი მსოფლიო ბრენდის ჩვენებაზე გამოვიდა.