გია სურამელაშვილმა იმიჯი საგრძნობლად შეიცვალა. გიორგი არაბულმა მისი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა ფოტოები, სადაც მომღერალს „ძველი ბიჭის“ იმიჯი აქვს მორგებული და როგორც ჩანს, ეს თავადაც ძალიან მოსწონს. ბეწვიანი ქურქებისა და ღრმად დეკოლტირებული სამოსის შემდეგ, გია სურამელაშვილის გარდერობში აშკარად დიდი ცვლილებები შევიდა. გიამ კედები, ტყავის ქურთუკი და ხელთათმანი მოირგო.
როგორც გიორგი არაბული ამ ფოტოების კომენტირებისას წერს:
„ასეთ პორტირებას და ამ ძერსკ ზმანში რას წარმოვიდგენდი რომ გიხილავდი, ძალიან მაგარი შოკი ხარ არა იმიტომ, რომ მეგობარი ხარ, არა, უბრალოდ, მართლა ძერსკი ხარ… კრასავიცა“.