ლელა წურწუმიას ვიდეოს, სადაც ის ბაქოში, ერთ-ერთ მდიდრულ ქორწილში მღერის, მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა სოციალურ ქსელში. ვიდეო ლელას ოფიციალურ გვერდზე დევს და ის უკვე 1,130,385-ჯერ ნახეს.
ლელა რუსა მორჩილაძის სიმღერას ასრულებს, რომელსაც „წადი, გაიარე“ ჰქვია და მის რეპერტუარში ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიციაა.
ლელას სიმღერაზე ქორწილის სტუმრები სიამოვნებით ცეკვავენ.
ცნობილია, რომ საზღვარგარეთ კორპორატიულ საღამოებსა თუ ქორწილებზე ლელას ხშირად იწვევენ და საკმაოდ სოლიდურ ჰონორარს უხდიან.