„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი ანა ჩირაძე ჟურნალ „ოქეის“ ქართული გამოცემის გარეკანს ამშვენებს. ჟურნალმა მას ფოტოსესია გადაიღო და მცირე ბლიციც ჩაწერა.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო პასუხს „ოქეის“ ბლიციდან:
საყვარელი ფრაზა: ბოლო ორი დღეა – „არ მეპიტნავება“
წიგნი, რომელიც ბოლოს წავიკითხე: რუთ პრაივერ ჯაბვალას „სიცხე და მტვერი“
ყოველდღე აუცილებლად: ჯერჯერობით ვიღვიძებ
ჯაზი თუ პოპი: პანკროკი
ყველაზე დიდ დროს ვხარჯავ: სუნთქვაში
რა სურთ მამაკაცებს ბედნიერებისთვის: „პინგ-პონგი“
მოდა ჩემთვის – დამთავრდა
ოცნება თუ რეალობა?: ლარის გამყარება