მსახიობები ანი ბებია და ილო ბეროშვილი ბოლო პერიოდია, ერთად არიან. შეყვარებულები გრძნობებს აღარ მალავენ. ისინი ერთად გადაღებულ ან ერთმანეთის ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ანი ბებია მაყურებლისთვის სერიალ „ხელოვნური სუნთქვიდან“ გახდა ცნობილი, ხოლო შემდეგ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ ითამაშა აფთიაქის თანამშრომლის როლი. მისი პერსონაჟით ილო ბეროშვილის გმირი, შავლეგო მადლიანი დაინტერესდა, თუმცა მათი სასიყვარულო ხაზი „ჩცდ“-ში აღარ განვითარდა, მაყურებლის დიდი მოლოდინის მიუხედავად.
სწორედ სერიალში ერთად გამოჩენის შემდეგ დაიწყო მედიამ იმის შესახებ წერა, რომ ისინი ერთად არიან.
ახლახან კი ერთ-ერთმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წყვილი დაქორწინდა. ანი ბებიამ ეს ინფორმაცია საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა, ილოც მონიშნა და მას ასეთი კითხვით მიმართა: „მე არ ვიცოდი და შენ?“
როგორც ჩანს, გაუგებრობა გამოიწვია ერთმა ფოტომ, რომელიც ანის გვერდზე ილო ბეროშვილის დედამ გააზიარა. ანი ილოსთან ერთად არის გადაღებული. ფოტოს ქვეშ კი კომენტარებია და კითხულობენ, ხომ არ დაქორწინდა წყვილი.