სალომე შარვაძე, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-14 სეზონის ფინალური სერიების ერთ-ერთ მთავარ გმირს, ქეთის განასახიერებს, გუშინდელი ეპიზოდის შემდეგ აქვეყნებს სტატუსს, სადაც მადლობას უხდის„ ფორმულა კრეატივს“ ამ შესაძლებლობისთვის, რაც მისი პერსონაჟის ხაზის განვითარების შემდეგ მიეცა.
სალომე წერს:
„სულ მინდოდა ოსკარით ხელში , საოსკარე “სფიჩის” წარმოთქმა. ცოტა მერე…
დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი , ყველაზე განსაკუთრებული სეზონი დასრულდა… მსახიობისთვის ასეთი შანსი და ამხელა გამოწვევა ნამდვილი ბედნიერებაა… როგორ გავართვი თავი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ პროცესით, საოცრად ვისიამოვნე. ძალიან დიდი მადლობა სრულიად Formula Creative ის შემოქმედებით ჯგუფს ამ შესაძლებლობისთვის და ხელშეწყობისთვის ❤❤❤განსაკუთრებით Keti Devdariani Giorgi Liponava , Irakli Saghinadze , Misha Mshvildadze , Tengo Megrelishvili Beso Solomanashvili ❤❤❤❤…. უდიდესი მადლობა ჩემს წარმოუდგენლად მაგარ პარტნიორებს,უმაღლესი კლასის მსახიობებს Giorgi Bochorishvili-ს, Eka Cast -ს Joseph Khvedelidze ❤❤
ჩვენს მაყურებლებს ამხელა ინტერესისთვის, ყურადღებისთვის, კომპლიმენტებისთვის… უდიდესი მადლობა ჩემს Rustavi 2-ს Nika Gvaramia ❤ ქვეყნის მთავარ არხზე რომ ხდება ეს ყველაფერი, ამიტომაც განსაკუთრებით მიმზიდველია ყველასთვის, მიყვარხართ !!! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“.