მეექვსე საავტორო სკოლა სოციალურ ქსელში აქვეყნებს გუდაურში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, სალომე ტატიშვილის ფოტოს და შესაბამის წარწერასაც ურთავს:
“მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა სალომე ტატიშვილი, ჩვენი სკოლის VII კლასის ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი სალომე. მთელი სკოლისთვის ეს განუზომელი ტკივილია, რომელსაც სიტყვები ვერ გამოხატავს…“
შეგახსენებთ, სალომეს გუდაურში სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაეჯახა, რის შედეგადაც 12 წლის გოგონამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება მიიღო, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უცნობი რჩება.