მურმან ჯინორია 31 იანვარს რუსთაველის თეატრში საკუთარ სპექტაკლს წარმოადგენს

31 იანვარს, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი„ქარი მწყურია მე პირდაპირი“. ინსცენირება, რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება  მურმან ჯინორიას ეკუთვნის. ცნობილი მსახიობი სპექტაკლში თავად მონაწილეობს.

როგორც მან აღნიშნა: „ამ სპექტაკლით მინდა, ჩვენი ახალგაზრდობა მივუახლოვო ქართულ გენეტიკურ მახსოვრობას“.

სპექტაკლის დასაწყისი: 19:30 სთ.

ბილეთები იყიდება რუსთაველის თეატრის სალაროში და საიტზე : www.biletebi.ge.

(ვიდეო)

Scroll to Top