როგორ დამეგობრდნენ თაკო ჩხეიძე და დემნა გვასალია – „სულ საქართველოზე გველაპარაკება…“

0
1567

თაკო ჩხეიძე დემნა გვასალიას წლებია იცნობს. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც დემნა უკვე წარმატებით მუშაობდა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში, კერძოდ კი, „მარჯიელასთვის“.

2010 წელს ის თბილისის მოდის კვირეულის პირველ სეზონს სტუმრობდა, სადაც პერფორმანსი წარადგინა, რადგან ჩვენების გამართვის უფლება „მარჯიელასგან“ არ ჰქონდა. შემდეგ ის კიდევ ეწვია საქართველოს და თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსის ჟიურის წევრი გახლდათ.

მას შემდეგ, რაც მისი ბრენდი „ვეტმანი“ პოპულარული გახდა, თავად კი „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორად დაინიშნა, დემნა საქართველოში აღარ ყოფილა, თუმცა ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, რომელიც ხშირად გამხდარა მისთვის შთაგონების წყარო.

თაკო ჩხეიძე ახლა თავად სტუმრობს გვასალიას, როცა მას ჩვენებები აქვს. მცირე ხნის წინ ის პარიზში იმყოფებოდა, სადაც „ვეტმანის“ კოლექციის წარდგენას დაესწრო…

თაკო ჩხეიძე:

დემნასთან მაკავშირებს მრავალწლიანი ურთიერთობა. 2010 წელს, როდესაც პირველი მოდის კვირეული გავმართეთ, მოვიწვიეთ, ის მაშინ „მარჯიელას“ სახლში მუშაობდა და იყო ძალიან წარმატებული ადამიანი. თბილისის მოდის კვირეულზე ვიწვევდით ყველა წარმატებულ ქართველს და პირველი გახლდათ დემნა. მან გამართა ძალიან ლამაზი წარმოდგენა, რადგან „მარჯიელას“ სახლის წარმომადგენელი იყო და არ ჰქონდა ჩვენების გამართვის უფლება. შემდგომ კიდევ გვეწვია, როცა ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსის ჟიურის წევრი იყო.

აღარ მოვყვები მისი წარმატებების შესახებ, რომლებიც თავისივე ბრენდს „ვეტმანს“ და „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორობას უკავშირდება… მის ჩვენებებს სულ ვესწრებით ხოლმე. ჩვენებაზე, რომელიც საქართველოს მიუძღვნა, 18 ქართველი მონაწილე ჰყავდა მიწვეული. დემნამ თავისი დიზაინერების ჯგუფი გამოუშვა, გასულ მარტში ჩავატარეთ დიდი კასტინგი, ჩვენი სააგენტოთი დაწყებული ქუჩის  კასტინგით დასრულებული.  მათ ძალიან ბევრი შთაგონება, ინსპირაცია მოაგროვეს, რაც მოგვიანებით კოლექციაში ვიხილეთ. ახლანდელ ჩვენებაზე „ჯეომოდელსის“ სამი მოდელი გამოიყვანა. გვიხარია, რომ ასე გულშემატკივრობს საქართველოს და მიჰყავს ქართველი მოდელები, რაც ბავშვებისთვის დიდი სტიმულია, სიხარულია მასთან ურთიერთობა და ჩვენებაზე გამოსვლა.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here