ნინო ქათამაძის კონცერტი 13 იანვარს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. კონცერტის მუსიკალური ნაწილი, რასაკვირველია, ძალიან კარგი გამოვიდა, მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელდა ღონისძიებაზე გადაღებული ვიდეო, სადაც სანტა კლაუსი ფიფქიას ხელს სთხოვს.
რა თქმა უნდა, ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა. „ასე ჯადოსნურად დასრულდა ამბავი ჯადოსნურ სოფელში“, წერს ვიდეოს ავტორი, მანანა თოქმაჯიშვილი.