ირაკლი მაქაცარია იტალიაში მოდური ადამიანების სამოთხეში მოხვდა (ფოტოები)

0
1310

„პრაიმშოუს“ წამყვანი, ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია იტალიაშ მოგზაურობს. მან „ინსტაგრამზე“ სასიამოვნო ვოიაჟის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ფლორენციის მთავარი ტაძარი ჩანს, რომლის ფონზეც არის გადაღებული ირაკლი.

ტელეწამყვანი წერს, რომ ფლორენციაში საინტერესო ადგილას აღმოჩნდა:

„ფლორენციაში წილად მხვდა ბედნიერება, Pitti Uomo -ს ტანსაცმლის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენას დავსწრებოდი, ეს ნამდვილი სამოთხეა მოდური ადამიანებისთვის, სადაც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ტანსაცმლის ბრენდები თავიანთ სტენდებს ამზადებენ და აქ ნამდვილად არის ბევრი დასათვალიერებელი რამ. Pitti-ზე წარმოდგენილია ახალი კოლექციები, რომლებიც შემდეგ სეზონზე ტონს მისცემს მოდას და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება წარმოდგენილი მაღაზიებში“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here