ნანუკა ჟორჟოლიანის დიზაინერული ქუდი, მაია ასათიანის შავი კოქტეილის კაბა და „მხოლოდ ქართულის“ სხვა გამორჩეული ჩაცმულობები

0
1915

„მხოლოდ ქართულის“ გუშინდელმა ლაივმა საინტერესოდ ჩაიარა. არხის ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ პროექტის მონაწილე ერთადერთი გოგონას, ნუცა თოფურიას გადასარჩენად ვეტო გამოიყენა და შედეგად, ნუცა ისევ გააგრძელებს პროექტში მონაწილეობას.

როგორც ყოველთვის, „მხოლოდ ქართულის“ ახალ გამოშვებაში გუშინაც, მონაწილეებმა, წამყვანებმა თუ ჟიურის წევრებმა საინტერესო ჩაცმულობებით გამოიჩინეს თავი.

დავიწყოთ ნანუკა ჟორჟოლიანით, რომელსაც, ასე ვთქვათ, დღის ყველაზე რეზონანსული „ლუქი“ ჰქონდა. მისმა ქუდმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თავად კი გადაცემაშიც და „ფეისბუქის“ საშუალებითაც, ბრჭყვიალა შავი ქუდისთვის მადლობა გადაუხადა ალექსანდრე არუთინოვს, ხოლო კაბისთვის – გიორგი ამირეჯიბს.

მაია ასათიანის შავი კოქტეილის კაბა ეკუთვნოდა დიზაინერ ნანა მელქაძეს, რომელიც ბოლო ორ სეზონზე ტელეწამყვანს აცმევს როგორც „პროფილში“, ასევე „მხოლოდ ქართულში“.

ნელი აგირბას ვარდისფერი ხავერდის პიჯაკი ვასკა ტაბატაძეს ეკუთვნის, ისევე, როგროც „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეთა ჩაცმულობაც.

შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ერთ-ერთ ოთახში განაწილებული აჩიკო სოლოღაშვილი და თიკა ფაცაციაც.

სოფო ნიჟარაძემ და მარინა ბერიძემ ამჯერად წითელი ფერი მოირგეს, სოფომ – კაბა, ჟიურის ერთ-ერთმა ყველაზე მკაცრმა წევრმა კი – პიჯაკი.

არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ნანი ბრეგვაძე, შავი ფერის სამოსში, რომელსაც გრძელი მარგალიტის მძივი გემოვნებით შეუხამა. შავი ფერი აირჩია, ტრადიციულად, ლელა წურწუმიამაც.

თქვენ ვისი ჩაცმულობა მოგეწონათ ამჯერად ყველაზე მეტად?

ფოტოები ეკუთვნის ნიკოლოზ ურუშაძეს, აღებულია „მხოლოდ ქართულის“ ფეისბუქ“-გვერდიდან

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here