თაკო ნაცვლიშვილი საახალწლოდ თბილისში ჩამოვიდა. ის ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდა. მოდელი, რომელმაც ბოლო დროს არაერთ საინტერესო გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, ბრწყინვალე ფორმაშია. იასამნისფერ კაბაში ის თვალწარმტაცად გამოიყურებოდა.
მისი ქართველი ფანების გვერდმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც თაკო სიგარტით არის გადაღებული და მონიკა ბელუჩის შეადარა. შეგახსენებთ, რომ ასეთივე ფოტო მონიკას კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა.